ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან–პრიზე მეხუთე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ნანა ძაგნიძეს წარმატების მისაღწევად ერთი ნაბიჯი დააკლდა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა შეჯიბრებაზე ინდოელი ჰამპი კონერუ და რუსი კატერინა ლაგნო გავიდნენ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ გიბრალტარში გამართულ გრან–პრიზე მე-5 ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

ძაგნიძემ ბოლო ორ შეხვედრაში რუს მოჭადრაკეებთან ალინა კაშლინსკაიასთან და ვალენტინა გუნინასთან ყაიმები დააფიქსირა და ტურნირის ჯამში 6.0 ქულა მოაგროვა. გრან–პრის ტურნირზე პირველი ადგილი ყაზახმა ჟანსაია აბდუმალიკმა დაიკავა 8.5 ქულით, მეორე ადგილზე კი უკრაინელი მარია მუზიჩუკი გავიდა (7.0). მესამე-მეოთხე ადგილები 6.5-6.5 ქულით აზერბაიჯანელმა გუნაი მამაზდადამ და რუსმა კატერინა ლაგნომ დაიკავეს.

​გიბრალტარში დასრულებული გრან–პრის შემდეგ ჯამური შედეგების მიხედვით, პირველობა არავის დაუთმო რუსმა ალექსანდრა გორიაჩკინამ, მეორე ადგილზე ინდოელი ჰამპი კონერუ გავიდა, მესამე ადგილი კი კატერინა ლაგნოს ერგო.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან–პრიზე მესამედ გაიმარჯვა

რაც შეეხება ძაგნიძეს, ქართველმა მოჭადრაკემ საბოლოო შედეგებით მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირის მონაწილეებს შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გორიაჩკინა 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მონაწილეა და კანდიდატთა ტურნირში თამაში ისედაც ეკუთვნოდა. შესაბამისად, გადამწყვეტი ტურნირის საგზურები მეორე-მესამე ადგილებით კონერუმ და ლაგნომ მოიპოვეს.

გიბრალტარის გრან-პრი წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა და მასში 12 მონაწილე იყო ჩართული. მისი შედეგების მიხედვით ქალთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა შეჯიბრების ორი მონაწილე უნდა გარკვეულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0