18:09 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 467-ე ადგილზე, რუსეთის ჩემპიონატში - მეოთხეზე და ყაზანის „რუბინში“ - პირველ ადგილზე გავიდა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 15-დან 18 მლნ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელის განახლებულ სატრანსფერო ღირებულებას ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com აქვეყნებს.

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელთა შორის სიძვირის თავისივე რეკორდი მოხსნა. რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 467-ე ადგილზე, რუსეთის ჩემპიონატში - მეოთხეზე და ყაზანის „რუბინში“ - პირველ ადგილზე გავიდა. რუსეთის ჩემპიონატში მას უსწრებენ ხორვატი ნიკოლა ვლაშიჩი (ЦСКА, 30 მლნ ევრო), ირანელი სერდარ აზმუნი („ზენიტი“, 25 მლნ ევრო) და ბრაზილიელი მალკოლმი („ზენიტი“, 25 მლნ ევრო).

Футболист Хвича Кварацхелия
© AFP / KIRILL KUDRYAVTSEV
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ახლოს მდგომ პარტნიორს კვარაცხელია თითქმის ექვსჯერ უსწრებს. Transfermarkt-ის ვერსიით, უკრაინული „შახტიორის“ მცველის, დავით ხოჭოლავას ფასი 3,5 მლნ ევროა.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი   კლუბი, ქვეყანა    ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“ რუსეთი 18,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“ უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“ ბელგია 3,2
ოთარ ქიტეიშვილი „შტურმი“ ავსტრია 3,0
საბა კვერკველია „როტორი“ რუსეთი 2,5

 

  

მთავარი თემები