16:05 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეული კლუბის შემადგენლობაში უკვე ოთხი თვეა ასპარეზობს

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეული კლუბის „ულსან ჰიუნდაი“ (Ulsan Hyundai) საუკეთესო მოთამაშე გახდა - კლუბის ქომაგების თვალსაზრისით.

აპრილში ყაზაიშვილმა „ულსანში“ ექვსი მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაიში“ მიმდინარე წლის თებერვალში „სან-ხოსე ერთქვეიქსიდან“ გადავიდა, რომლის სახელით 2017 წლიდან ასპარეზობდა.

სამხრეთკორეულ К-ლიგაში XIII ტურის შემდეგ „ულსანი“ 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

მთავარი თემები