16:01 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
11120

ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი, მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში 2019 წლის ივნისი–ივლისში დაფიქსირდა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, 10 მაისს გამოქვეყნებული ATP-ს განახლებული რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ-30-ში დაბრუნდა.

წინა კვირაში ბასილაშვილი მადრიდში „მასტერსის“ პირველივე წრეში დამარცხდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, АТР-ს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და 1.885 ქულით 30-ე ადგილი დაიკავა.

ბოლოს ბასილაშვილი მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელის სიაში გასული წლის აგვისტოში იყო. მისი საუკეთესო შედეგი – მე-16 ადგილი АТР-ს რეიტინგში 2019 წლის ივნისი-ივლისში დაფიქსირდა.

მიმდინარე სეზონზე ბასილაშვილმა АТР-250 სერიის ორი ტურნირი მოიგო დოჰასა და მიუნხენში. კატარის ტურნირის ფინალში მან დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი (7:6, 6:2), გერმანიაში კი – მასპინძელი იან-ლენარდ შტრუფი (6:4, 7:6). გარდა ამისა, ბასილაშვილს საკუთარ აქტივში კალიარიში (იტალია) ტურნირის ნახევარფინალში გასვლაც შეუძლია მიითვალოს.

წელს ბასილაშვილმა სულ 25 მატჩი გამართა, აქედან 14 გამარჯვებით დაასრულა. მის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა 362 ათას დოლარს შეადგენს.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, იქნება რომის „მასტერსი“. პირველივე წრეში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს – იტალიელ მატეო ბერიტინის შეხვდება. მეტოქეები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან და მათი პირისპირ შეხვედრის შედეგია 2:2.

მთავარი თემები