07:03 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

ქართველმა ფეხბურთელმა თამაშში, რომელიც უმაღლეს დივიზიონში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად იმართებოდა, დუბლი გააფორმა და საგოლე გადაცემა გააკეთა

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც კლუბ „სერენის“ (R.F.C. Seraing) შემადგენლობაში იჯარის წესით თამაშობს, თავის კლუბს ბელგიის ჩემპიონატის ელიტაში მოხვედრაში დაეხმარა.

ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ საპასუხო მატჩში „სერენმა“ ანგარიშით 5:2 მოუგო „ვასლანდ-ბევერენს“ (პირველი თამაში ფრედ 1:1 დასრულდა). მიქაუტაძემ დუბლი გააფორმა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„სერენის“ შემადგენლობაში მიქაუტაძისთვის „ბევერენის“ კარში გატანილი გოლები ამ სეზონზე 21-ე და 22-ე გახდა (ყველა ტურნირში). 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გახდა საუკეთესო ბომბარდირი არა მარტო თავის კლუბში, არამედ ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში.

მიქაუტაძე „სერენში“ იჯარის წესით თამაშობს, რადგან ფეხბურთელი ფრანგული „მეცის“ (FC Metz) განკარგულებაშია. დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს ქართველი უკვე პირველ დივიზიონში „მეცის“ შემადგენლობაში ითამაშებს.

მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მარტის შუა რიცხვებში თავდამსხმელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და გამოძახება საქართველოს ნაკრებში. 20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა (0:1). მაგრამ ამ მატჩში მან მცირედი ტრავმა მიიღო და გამოტოვა ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან შეხვედრა (1:1).

მთავარი თემები