ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში მიმდინარე ტურნირის ფინალშია

© AP Photo / Peter Dejongნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
BMW Open-ის მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 150 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 16 ათას ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250-ს სერიის ტურნირის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში (6:1, 6:2) დამაჯერებლად მოუგო ნორვეგიელ კასპერ რუუდს. მატჩი მხოლოდ ერთ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

ორივე პარტია ქართველი ჩოგბურთელის დიდი უპირატესობით წარიმართა. ბასილაშვილმა რუუდის ჩაწოდება ხუთჯერ აიღო და საკუთარი არც ერთხელ არ დათმო. მთელი მატჩის განმავლობაში ნორვეგიელს ჰქონდა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი - პირველი სეტის მეორე გეიმში.

აღსანიშნავია, რომ დღეს როგორც ბასილაშვილი, ისე რუუდი კორტებზე ორ-ორჯერ გავიდნენ. წვიმის გამო ჩოგბურთელებმა გუშინ თავიანთი მეოთხედფინალების ბოლომდე დასრულება ვერ შეძლეს. შედეგად ბასილაშვილმა „ბოლო მოუღო“ სლოვაკ ნორბერტ გომბოშს (95) - 6:4. 6:4, ხოლო რუუდმა მოუგო ავსტრალიელ ჯონ მილმანს (40) - 6:3, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში დაწინაურდა

ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კორტების მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება. თავის ნახევარფინალში გერმანელმა ჩოგბურთელმა ბელარუს ილია ივაშკას (107) მოუგო - 6:4, 6:1.

ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს მერვედ შეხვდებიან. ამჟამად პირადი დაპირისპირების ანგარიშია 4:3 გერმანელის სასარგებლოდ. ბოლოჯერ მეტოქეების შეხვედრა კალიარიში მიმდინარე წლის აპრილში გამართულ ტურნირზე მოხდა. მაშინ ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო - 7:5, 4:6, 6:3.

მიუნხენის ტურნირის ფინალში გასვლით ბასილაშვილმა 150 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 16 ათას ევრო გამოიმუშავა. უკვე ახლა დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება. თუ ნიკოლოზი მიუნხენის ტურნირს მოიგებს, ის მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა 30-ეულს დაუბრუნდება.

BMW Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 481 ათას ევროს შეადგენს და მისი მოქმედი გამარჯვებული არის კრისტიან გარინი ჩილედან.

ყველა ახალი ამბავი
0