მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა

© Georgian Football Federationსაქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
გიორგი ჩხაიძის გუნდი შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართება.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდები გაირკვა, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

FIFA-ს 2023 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა, სადაც ევროპის 51 ქვეყნის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ცხრა ქვეჯგუფში გადანაწილდა. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ, რომელმაც ეროვნული გუნდი ახლახან ჩაიბარა.

„საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოგვიწევს თამაში. რთული მატჩები იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მეტოქეს ღირსეულად ვეთამაშოთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი ქულა ავიღოთ“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საუკეთესო გოლის ავტორი ქალია

ჯგუფის გამარჯვებულები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ. სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფის მეორე წრეში ითამაშებს, ხოლო დანარჩენი ექვსი ჯგუფის მეორეადგილოსნები ერთმანეთში კიდევ სამი გუნდის ვინაობას გაარკვევენ და ისინი ხსენებულ სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შეუერთდებიან, რის შედეგადაც პლეი-ოფის მეორე ეტაპი ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მატჩების ზუსტი განრიგი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. მანამდე ჩვენი ნაკრები 10 და 13 ივნისს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ის 2023 წლის 10 ივლისიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0