18:16 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1095)
93 0 0

ლაშა ტალახაძე – „ქართველი გოლიათი“ მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენია ორივე დისციპლინასა და ორჭიდის ჯამში.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ვარჯიშის დროს აკვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ეს ვიდეო თავის Facebook–გვერდზე გამოაქვეყნა.

ტალახაძემ 270 კგ წონის შტანგა ასწია და ამით თავისივე რეკორდი ექვსი კილოგრამით გააუმჯობესა. სამწუხაროდ, არაოფიციალურ შეჯიბრებაში დამყარებული რეკორდები არ ითვლება.

ტალახაძე მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენია ორივე დისციპლინასა და ორჭიდში: ატაცში 222 კგ, აკვრაში 264 კგ და ორჭიდში – 485 კგ. რეკორდები ატაცსა და ორჭიდში „ქართველმა გოლიათმა“ მოსკოვში ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გააუმჯობესა.

ტალახაძე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და კონტინენტის პირველობის ხუთგზის გამარჯვებულია.

თემები:
სპორტის ამბები (1095)

მთავარი თემები