05:48 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1095)
34 0 0

ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კვიპროსის „ანორთოსისს“ დატოვებს, განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა. 

„ოქრიაშვილს ახალი წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ ფეხბურთელმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ კარიერა სხვაგან გააგრძელოს. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, იცის, რომ გვინდა ჩვენთან ითამაშოს, მაგრამ როდესაც ის გვეუბნება, რომ კვიპროსიდან წასვლა უნდა, ვერაფერს ვიზამთ და ძალით ვერავის გავაჩერებთ", – განაცხადა ამბულასმა.

29 წლის ფეხბურთელსა და „ანორთოსისს“ შორის კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 2019 წლის ზაფხულში რუსული კლუბიდან „კრასნოდარიდან“ გადავიდა. კვიპროსელთა გუნდის შემადგენლობაში ორი სეზონის მანძილზე ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა.

„კრასნოდარამდე“ ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა ბელგიურ „გენკში“, თურქულ „ესკიშექირსპორში“, უკრაინულ „შახტიორში" და სხვა გუნდებში.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოქრიაშვილმა 45 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 12 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.

 

თემები:
სპორტის ამბები (1095)

მთავარი თემები