21:20 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ათი შეხვედრა გამართა, საიდანაც გამარჯვება ორჯერ მოახერხა და B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თბილისის „დინამო“ ლიგის მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა.

ქართველმა წყალბურთელებმა უძლიერეს მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 15:11 დათმეს. უნგრულმა კლუბმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, „დინამოელებმა“ კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართულმა კლუბმა ჯგუფის საუკეთესოთა ოთხეულში მოხვედრისა და ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი გუშინ გერმანულ „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში დაკარგა.

„დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე ათი მატჩიდან გამარჯვება ორჯერ მოახერხა. ორივე შემთხვევაში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა.

მთავარი თემები