23:35 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

ამ მომენტისთვის „დინამო“ В ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად საუკეთესოთა ოთხეულში უნდა აღმოჩნდეს

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელებმა ანგარიშით 13:10 მოუგეს მონტენეგროს „იადრანს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს.

დინამოელებმა სამი პირველი მეოთხედი მოიგეს (4:3, 2:1, 4:2) და მხოლოდ მატჩის დასკვნითი მონაკვეთი დათმეს (3:4). გამარჯვებულთა შემადგენლობაში დუბლი ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ გააფორმა.

ქართული კლუბისთვის ეს ტურნირზე მეორე მოგებაა. გასული წლის დეკემბერში დეან სტანოევიჩის შეგირდებმა ასევე მოუგეს „იადრანს“. ის შეხვედრა ანგარიშით 11:8 დასრულდა.

ამ დროისათვის „დინამო“ В ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად საუკეთესოთა ოთხეულში უნდა აღმოჩნდეს. ამის შანსი ქართულ კლუბს ექნება ხვალ, 21 აპრილს, როდესაც ჰანოვერის კლუბ „ვასპოს“ დაუპირისპირდება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პირველ მატჩში „ვასპომ“ „დინამო“ ანგარიშით 10:3 გაანადგურა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს „დინამო“ 22 აპრილს უნგრეთის „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ გამართავს.

მთავარი თემები