ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

© AP Photo / Trevor Collensნიკილოზ ბასილაშვილი
ნიკილოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი კალიარიში მარცხის შემდეგ მონტე-კარლოს მასტერსზე იასპარეზებს, სადაც პირველ შეხვედრას სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან გამართავს.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 37-ე ნომერი) კალიარიში АТР-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ორი დამაჯერებელი მოგების შემდეგ სერბ ლასლო დიერესთან (Laslo Djere) უშანსოდ წააგო. შეხვედრა, რომელიც 53 წუთს გაგრძელდა მთლიანად სერბი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. პირველი სეტი ნიკოლოზმა ორი ბრეიკით ანგარიშით 2:6 დათმო. მეორე სეტში კი ქართველმა გეიმის მოგებაც ვერ მოახერხა და სერბმა სპორტსმენმა, რომელიც მსოფლიოს 57-ე ჩოგანია, ფინალის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის პირველ შეხვედრაში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი დაამარცხა, მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ქართველმა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს მოუგო. ბასილაშვილმა ორივე შეხვედრა სამ სეტში გადაწყვიტა.

ნახევარფინალში გასვლით ბასილაშვილმა 90 რეიტინგული ქულა და საპრიზო 20,5 ათასი ევრო გამოიმუშავა. დიდი ალბათობით, АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს, 12 აპრილს გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.

კალიარიში მიმდინარე ტურნირის ფინალში დიერე იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება. Sardenga Open-ის საპრიზო ფონდი 408 ათას ევროს შეადგენს.

12 აპრილიდან ქართველი ჩოგბურთელი მონტე-კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან (36) დაპირისპირებით დაიწყებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0