05:16 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
116 0 0

20 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაშს ყურადღებით აკვირდებიან წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტები, ხოლო კვარაცხელიას ტრანსფერის ფასი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თათრეთის სპორტის მინისტრმა ვლადიმირ ლეონოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩეს. ამის შესახებ მინისტრმა РИА Новости-ს ინტერვიუში განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი არაა, ეს ქომაგთა უმრავლესობას სურს. ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა. სასიამოვნოა, რომ აქ გაიხსნა. თავადაც კარგი ბიჭია, პოზიტიური. შემდგომში უკვე მისი გადასაწყვეტია. თუ ევროპაში რომელიმე „გრანდში“ ითამაშებს, მისთვის კარგი იქნება. ვერ ვისაუბრებ კლუბის გენერალური მენეჯერის მაგივრად, მაგრამ ამ სეზონს აქ დაასრულებს. შემდგომი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაასრულებს სეზონს „რუბინი“, - განაცხადა ლეონოვმა.

20 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაშს ყურადღებით აკვირდებიან წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტები: „იუვენტუსის“, „მილანის“, „ნაპოლის“, „ბავარიის“. „ბორუსიის“, „სევილიის“. და ეს არ არის სრული ჩამონათალი იმ გუნდების, რომლებიც მზად არიან კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებისთვის.

თავის მხრივ, „რუბინის“ გენდირექტორი რუსტემ საიმანოვი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვაზე საუბრობდა.

Хвича Кварацхелия. Отборочный матч ЧМ-2022 по футболу между сборными Грузии и Испании на Динамо Арене. Счет 1:0 в пользу грузинской команды
© AFP / KIRILL KUDRYAVTSEV
ხვიჩა კვარაცხელია

ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ტრანსფერის ამჟამინდელი ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა ამ მომენტისთვის კვარაცხელიას ტრანსფერის რეალური ფასი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. ამ დროისათვის „რუბინის“ ნახევარმცველი - ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

რუსეთის პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიამ „რუბინში“ 21 მატჩი ითამაშა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით).

„რუბინის“ გენდირექტორი: იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია მომდევნო სეზონს ჩვენთან გაატარებს >>

მსოფლიო-2022-ის სამ შესარჩევ მატჩში (შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან) კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნახევარმცველმა ესპანეთს (1:2) და საბერძნეთს (1:1) გაუტანა.

 

 

მთავარი თემები