05:44 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1065)
48 0 0

საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შვიდი ქულით მეორე ადგილზეა

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრებისთვის მზადება დაიწყო, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ნაკრები 9 აპრილს, 18:00 საათზე საფრანგეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს, შემდეგ შეხვედრას კი 12 აპრილს რუსეთთან სტუმრად გამართავს. ავთანდილ ასათიანმა მომავალი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა, შემადგენლობაში ტრავმების გამო არ არიან ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომი-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია („თსუ“, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), ბექა ტყემალაძე („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე („კსუ“, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), ფუმასა („მუვუ“, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა („აელ ლიმასოლი“, კვიპროსი), შოთა თოფურია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), ვახტანგ კეკელია („ნურ-სულთან“, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაშ-ლიდა“, ბელარუსი), ბინიო („ოსასუნა მაგნა“, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია („რეალ ბეტისი“, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო („რეალ სან-ჯუზეპე“, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი („თელასი-ჯორჯიანსი“, თბილისი), თალეს ფეიტოსა („კანდოსო“, პორტუგალია), რონინიო („პროდექსიმ ხერსონი“, უკრაინა), ბრუნო პეტრი („სალა გარსია“, ბარსელონა, ესპანეთი).

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ევრო 2022-ის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება.

თემები:
სპორტის ამბები (1065)

მთავარი თემები