23:57 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1068)
60 0 0

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „მილანი" დაწინაურდა. თუ იტალიური კლუბი მის შეძენას შეძლებს, ფეხბურთელი კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი სპორტსმენი იქნება, რომელიც იტალიური გუნდის ღირსებას დაიცავს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული.

20 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის „ხელში ჩაგდების“ სურვილს გამოთქვამენ იტალიური კლუბები „მილანი“, „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“, ასევე დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბავარია“.

პორტალ Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი შანსი ჯერჯერობით „მილანს“ აქვს, რომელიც ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში „იუვენტუსს“ უსწრებს. 

მანამდე იტალიური მედია იუწყებოდა, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტებმა კვარაცხელიას თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში 28 მარტს გამართული საქართველო–ესპანეთის (1:2) მატჩზე ნახეს, სადაც ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.

პორტალის ინფორმაციით, ამ დროისათვის „მილანი“ მუდმივ კონტაქტშია კვარაცხელიას აგენტთან, რომელიც ახლო მომავალში იტალიას ეწვევა.

ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა, რამდენად შეფასდება ქართველი ფეხბურთელი.

პორტალი Transfermarkt კვარაცხელიას 10 მლნ ევროდ აფასებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რუბინმა“ ფეხბურთელი ასე „იაფად“ დათმოს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი შეიძლება 19–20 მლნ ევრო იყოს. 

კვარაცხელიამ ამ სეზონზე „რუბინის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე კი საქართველოს ნაკრებში სამ მატჩში მის ანგარიშზე ორი გოლია – ფეხბურთელმა საბერძნეთის და ესპანეთის გუნდების კარი აიღო.

თემები:
სპორტის ამბები (1068)

მთავარი თემები