ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს

© photo : FC Rubin / FBხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კარგმა თამაშმა შედეგი გამოიღო, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი თიხის კორტებს უბრუნდება.

ეროვნულ ნაკრებს სანიოლის ხელის დაეტყო, კვარაცხელიას კი მიუნხენში ეპატიჟებიან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გასულ კვირას მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრა გამართა. პირველ შემთხვევაში სანიოლის შეგირდება ესპანეთის ნაკრებს არაფერი დაუთმეს, თუმცა ბოლო წუთებზე გაშვებულმა გოლმა საქართველოს ნანატრი ერთი ქულა ხელიდან გამოგლიჯა. მატჩში საუკეთესო იყო ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი მაღალი დონე და ესპანელებს პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გასახდელში გაატანა. მატჩის მეორე ნახევარში ქართველებმა მეტოქის მძლავრ იერიშებს ვერაფერი მოუხერხეს და ანგარიში მალევე გათანაბრდა. რაც შეეხება გადამწყვეტ გოლს, ის ესპანელი დანი ოლმოს ანგარიშზეა, რომელმაც გიორგი ლორიას შეხვედრის ბოლო წამებზე ულამაზესი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

© Georgian Football Federationმატჩში საუკეთესო იყო ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია
ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
მატჩში საუკეთესო იყო ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია

რაც შეეხება მარტის სანაკრებო პაუზის ბოლო მატჩს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ნავსი გატეხა. ქართველებმა მოწინააღმდეგეს სანახაობრივი და ხარისხიანი თამაში შესთავაზეს, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მოხდა. სანიოლის გუნდმა ბერძნებთან ტაქტიკურად დალაგებული და კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა. შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქე გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში ეს საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ მოახერხა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ განაპირა მცველმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ავტოგოლის შემდეგ ის მოხდა, რასაც ყველა ქართველი ელოდებოდა, დასანანი მომენტიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი სოლორეიდი შეასრულა და ანგარიში მალევე გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

© Sputnik / Alex Shlamovვილი სანიოლის თქმით, ბერძნებთან მოპოვებული ქულა ნაკრებმა კარგი თამაშით დაიმსახურა.
ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ვილი სანიოლის თქმით, ბერძნებთან მოპოვებული ქულა ნაკრებმა კარგი თამაშით დაიმსახურა.

შეხვედრის შემდეგ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. ვილი სანიოლის თქმით, ბერძნებთან მოპოვებული ქულა ნაკრებმა კარგი თამაშით დაიმსახურა.

„საბერძნეთში მოპოვებული ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი შრომისა და დიდი მონდომების შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთეთ, უსამართლობა და ჩემი გუნდისთვის საშინელება იქნებოდა, ახლა ერთი ქულაც რომ ვერ აგვეღო“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

„ვიცოდით, რომ საქართველო საშიში იყო და ერთ წუთში გავათანაბრებინეთ. უკეთესად უნდა დაგვეცვა თავი. შედეგით კმაყოფილი არ ვართ. შესაძლოა, ფრე დღეს სამართლიანი იყო, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვსურდა“, - აღნიშნა საბერძნეთის ნაკრების ჰოლანდიელმა თავკაცმა ჯონ ვან’ტ სხიპმა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მატჩებში ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავი განსაკუთრებული შედეგიანობით გამოიჩინა, რაც უცხოური კლუბების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი მიმართ აქამდე ინტერესს უამრავი გრანდი იჩენდა და მათ რიგებს მიუნხენის „ბაიერნიც“ შეემატა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელები ხვიჩასთან დაკავშირებით შეთავაზებას უკვე ამზადებენ. ტრანსფერში აქტიურად არის ჩართული ესპანური „სევილია“ და რამდენიმე იტალიური გრანდი.

© Facebook / Goga Bitadzeგოგა ბითაძე
ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გოგა ბითაძე

ქართველი კალათბურთელები კარგ ფორმაში არიან. „პეისერსში“ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მისცეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ბოლო პერიოდში სათამაშო დროს არ უჩივის და გუნდისთვის შედეგიანი მოთამაშედაც იქცა. ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს მიმდინარე სეზონში 25-ე მარცხი განიცადა, მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ბოლო მატჩების მსგავსად, ამჯერადაც, საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა.

„პეისერსი“ შინაურ კედლებში „მაიამი ჰითს“ ბოლო მეოთხედამდე უგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 87:92 წააგო. 21 წლის ბითაძე თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 5 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა. საინტერესოა, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ“ მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
თორნიკე შენგელია

კარგი კვირა ჰქონდა ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასაც. შენგელიას „ცსკამ“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და ძალიან იოლად მოიგო. თორნიკეს გუნდმა უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვა, მაგრამ გარდამტეხი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკროვურმა გუნდმა 16 ქულით მოიგო და საბოლოოდ 97:72 გაიმარჯვა.

შენგელიამ მოედანზე 20:21 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი გააცუდა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 13 იყო.

რაც შეეხება ადრიატიკის ლიგაში მოასპარეზე დუდა სანაძეს, გასული კვირა მისთვისაც წარმატებული გამოდგა. სანაძის „ბორაცმა“ ბელგრადის FMP-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:76 დაამარცხა. დუდა მატჩის ბომბარდირი გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 27:54 წუთში 19 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაფარება მიითვალა. მან ექვსიდან სამი ორქულიანი, შვიდიდან ორი სამქულიანი და შვიდიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. სერბული „ბორაცი“ კი ადრიატიკის ლიგაში შვიდი გამარჯვებით და 16 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება.

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში მიემგზავრება. ქართველი ჩოგბურთელი თიხის კორტს უბრუნდება.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზე იკავებს, იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი თიხის კორტებზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. წინასწარი ინფორმაციით, ბასილაშვილი იტალიურ ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება, მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს (დიდი ბრიტანეთი), ტეილორ ფრიცსა (აშშ) და ლორენცო სონეგოს (იტალია) აქვთ.

აღნიშნული ტურნირი პირველად ტარდება და მას მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. ის ATP-ს რანგის მე-4 ტურნირია, რომელიც იტალიაში ჩატარდება. წელს ასევე დაგეგმილია რომაული შეჯიბრებები - Internazionali BNL d'Italia მაისში, ATP Masters 1000 და ATP Nitto-ს ფინალი ნოემბერში.

 

ყველა ახალი ამბავი
0