00:58 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

სალონიკში მოპოვებულმა ფრემ საქართველოს ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოუტანა

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან სალონიკში ფრედ 1:1 დაასრულა.

შეხვედრის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმის ორ წუთში ჩაეტია. 76-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში გაუშვა, ხოლო ორ წუთის შემდეგ ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგ ჯერზე გამოავლინა ინდივიდუალური ოსტატობა და ანგარიში გაათანაბრა.

ფინალურ სასტვენამდე დარჩენილ დროში საქართველოს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ჯაბა კანკავას შესანიშნავ შორეულ დარტყმას მასპინძლების მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი გაუმკლავდა.

სალონიკში მოპოვებულმა ფრემ საქართველოს ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოუტანა. მანამდე გუნდი დამარცხდა გასვლაზე შვედეთთან (0:1) და შინ ესპანეთთან (1:2).

სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის აღსაზრდელები В ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ. ლიდერობს ესპანეთი 7 ქულით, მეორე ადგილზეა შვედეთი 6 ქულით, მაგრამ სკანდინავებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. საბერძნეთი ორი ქულით მესამე ადგილზეა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შემოდგომით განახლდება: 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებს, 5 რიცხვში კი გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

მთავარი თემები