09:17 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
6510

ვინაიდან საქართველო რუმინეთთან ერთად ტურნირის მასპინძელია, ახალგაზრდულ ნაკრებს ევრო-2023-ზე საგზურის მისაღებად საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობა არ უწევს

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-21) ბელარუსის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 4:1 დაამარცხა. მატჩი გორში ჩატარდა.

რამაზ სვანაძის გუნდი თამაშის მეხუთე წუთზე დაწინაურდა. კარისკენ ზუსტი დარტყმა გიორგი გელიაშვილმა შეასრულა. თუმცა სტუმრებმა ანგარიში მალევე, მე-13 წუთზე გაათანაბრეს. გოლი მცველმა ნიკიტა სუპრანოვიჩმა გაიტანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. 53-ე წუთზე იაკობიძემ კუთხურით ჩაწოდებული ბურთი გოლით დააგვირგვინა; მე-60 წუთზე გელიაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა; 84-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ სტუმრების შეცდომით ისარგებლა და საბოლოო, მეოთხე გოლით დაასრულა თამაში.

ამ მატჩით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო-2023-სთვის მზადება დაიწყო. ვინაიდან საქართველო რუმინეთთან ერთად ტურნირის მასპინძელი ქვეყანაა, ახალგაზრდული ნაკრები ავტომატურად არის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი და ევრო-2023-ის საკვალიფიკაციო მატჩებში არ მონაწილეობს. დამდეგი პირველობისთვის რამაზ სვანაძის გუნდი ტესტ-მატჩებით მოემზადება.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს რუმინეთთან გამართავს.

მთავარი თემები