01:41 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას ხვალ „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ გამართავს. ამ ეტაპზე ქართული გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე თბილისის „დინამო“ იტალიურ „ბრეშიასთან“ დიდი ანგარიშით 14:6 დამარცხდა.

იტალიელები თავიდანვე შეხვედრის ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. „ბრეშიას“ წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც მარტივად მოიპოვეს.

დინამოელებმა პირველი პერიოდი 1:4 დათმეს და აღნიშნული ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონმა ოთხივე პერიოდი უშანსოდ დათმო.

დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა და ქვეჯგუფში ერთი მოგებითა და ხუთი წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო ეტაპზე, მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. დინამო თბილისი მომდევნო ტურის მატჩს ხვალ, ესპანური „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მთავარი თემები