მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგაობაში ოთხი ქართველი იასპარეზებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
შვედეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ზამთრის ოლიმპიური ლიცენზიები გადანაწილდება. ტურნირი ეპიდვითარების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართება.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ფიგურული ციგაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

შვედეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 22-28 მარტს გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები სწორედ სტოკჰოლმში გადანაწილდება.

ალინა ბუტაევ და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2020
პირველი ოლიმპიური ოქრო ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

მამაკაცთა კატეგორიაში მონაწილეობას 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი მიიღებს, ქალთა კატეგორიაში 35 ქვეყნიდან 42 მოციგურავე გამოვა, ხოლო სპორტული წყვილებიდან 18 ქვეყნის 26 მონაწილე იასპარეზებს. ასევე 33 წყვილი მიიღებს მონაწილეობას სპორტულ ცეკვებში.

საქართველოს სახელით მამაკაცთა შორის მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, ხოლო ქალებში საქართველოს ღირსებას ალინა ურუშაძე დაიცავს. ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი გამოვლენ. რაც შეეხებათ მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება უწევთ და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერსდორფში შეეცდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი მსაჯთა ბრიგადაშიც ეყოლება. მამაკაცთა კატეგორიაში საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე იმსაჯებს.

მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩემპიონატი მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0