საქართველოს კალათბურთის მთავარი მწვრთნელი: სერბებმა დამსახურებულად მოიგეს

© Sputnik / STRINGERილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
მატჩი სერბებთან უკვე წარსულია და ახლა გუნდი უნდა კონცენტრირდეს შესარჩევი ციკლის ბოლო თამაშზე ფინეთთან, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის მთავარი მწვრთნელი ილიას ზურისი სერბეთის მოგებას დამსახურებულს უწოდებს - „ევრობასკეტ-2022“-ის შესარჩევი მატჩი საქართველო-სერბეთი თბილისში გაიმართა.

კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
საქართველოს კალათბურთის ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

„სერბეთმა უკეთესად ითამაშა, დაიმსახურა გამარჯვება და „ევრობასკეტზე“ მოხვედრა. ჩვენი მეტოქე საქართველოში მოგებაზე განწყობილი ჩამოვიდა, აგრესიულად და გონივრულად ითამაშა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ევრობასკეტის მასპინძლები ვართ და ჯგუფში აქამდე ყველა მატჩი მოგებული გვქონდა, შედეგი არაფერს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, ველოდი ბრძოლას, ისევე როგორც წინა მატჩებში. მიყვარს ჩემი კალათბურთელები, მჯერა მათი, მაგრამ სერბეთთან არ გვიბრძოლია“, - განაცხადა ზუროსმა  მატჩისშემდგომ პრეკონფერენციაზე.

ბერძენმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მატჩი სერბეთთან უკვე ისტორიაა და ახლა გუნდი უნდა განეწყოს შესარჩევი ციკლის დასკვნითი თამაშისთვის ფინეთის წინააღმდეგ.

„მინდა, ყველა გულშემატკივარს მოვუბოდიშო, რადგან თამაშის სურათი ჩვენს ქვეყანას არ შეესაბამებოდა. ჩამოსვლის პირველი დღიდან დავინახე და ვამბობ, რომ ქართველები იბრძვიან როგორც ლომები. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფინეთთან შეხვედრა გაცილებით უკეთ ჩავატაროთ“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი მარცხია ოთხი გამარჯვების შემდეგ „ევრობასკეტი 2022“–ის შესარჩევ კამპანიაში, სერბებისთვის კი ეს იყო რევანში სახლში წაგების გამო (90:94).

© Sputnik / STRINGERკალათბურთი. საქართველო-სერბეთი
საქართველოს კალათბურთის მთავარი მწვრთნელი: სერბებმა დამსახურებულად მოიგეს - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
კალათბურთი. საქართველო-სერბეთი

მიუხედავად წაგებისა, საქართველომ შესარჩევ ჯგუფში Е პირველი პოზიცია შეინარჩუნა. სატურნირო თვალსაზრისით ზუროსის გუნდისთვის ამ თამაშს მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქართველომ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ–ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო. სერბებმა კი ამ გამარჯვების წყალობით „ევრობასკეტი–2022“–ზე საგზური გაინაღდეს.

© Sputnik / STRINGERკალათბურთი. საქართველო-სერბეთი
საქართველოს კალათბურთის მთავარი მწვრთნელი: სერბებმა დამსახურებულად მოიგეს - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
კალათბურთი. საქართველო-სერბეთი

საკვალიფიკაციო კამპანიის დასკვნით მატჩს საქართველო 21 თებერვალს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს სერბეთი კვარტეტის აუტსაიდერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0