22:30 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1015)
159 0 0

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მარცხი ოთხი გამარჯვების შემდეგ ევრობასკეტი 2022–ის შესარჩევ კამპანიაში პირველია

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისში სერბეთთან ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 66:92 წააგო. 

EUROBASKET-2022: ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების შემადგენლობა>>

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში დაუთმო – 10:13, 21:24, 20:28, 15:27. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულის გუნდში ფილიპ პეტრუშევი გახდა – 27 ქულა, ხოლო მასპინძელთა შორის – გიორგი შერმადინი 20 ქულით.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი მარცხია ოთხი გამარჯვების შემდეგ ევრობასკეტი 2022–ის შესარჩევ კამპანიაში, სერბებისთვის კი ეს იყო რევანში სახლში წაგების გამო (90:94).

მიუხედავად წაგებისა, საქართველომ შესარჩევ ჯგუფში Е პირველი პოზიცია შეინარჩუნა. სატურნირო თვალსაზრისით ზუროსის გუნდისთვის ამ თამაშს მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქართველომ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ–ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო. სერბებმა კი ამ გამარჯვების წყალობით ევრობასკეტი–2022–ზე საგზური გაინაღდეს.

უფრო ადრე ამავე ჯგუფში ფინეთმა შვეიცარიას მოუგო (92:84) და ფაქტობრივად, ასევე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო კამპანიის დასკვნით მატჩს საქართველო 21 თებერვალს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს სერბეთი კვარტეტის აუტსაიდერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს ოთხ ქვეყანაში – საქართველო, იტალია, ჩეხეთი, გერმანია – გაიმართება.

თემები:
სპორტის ამბები (1015)

მთავარი თემები