01:26 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1023)
84 0 0

ტოკიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. მეოთხედფინალში საქართველოს მოწინააღმდეგე დღეს გაირკვევა.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე მატჩი მონტენეგროსთან ანგარიშით 11:9 დათმო.

დეიან სტანოევიჩის ნაკრებმა A ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს არაფერი დაუთმო და სამი მეოთხედის განმავლობაში უძლიერესი თამაში აჩვენა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი, მესამე და ბოლო მეოთხედები მონტენეგროსთან ჩვენმა წყალბურთელებმა ფრედ ითამაშეს (3:3, 1:1, 4:4), თუმცა მეორე მეოთხედში მეტოქეთა გუნდის წყალბურთელის ვლადო პოპადიჩის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს მონტენეგროელებმა ანგარიშში სხვაობა საგრძნობლად გაზარდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ბრძოლის შედეგად სხვაობის ორამდე დაყვანა შეძლო და საბოლოო ანგარიში 11:9 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე 1/4 ფინალურ ეტაპზე B ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება, რომელის ვინაობაც დღეს 21:00 საათზე გასამართი მატჩების შემდეგ გაირკვევა. ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (1023)

მთავარი თემები