საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

© photo: Georgian Basketball National Federationსაქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
სხვადასხვა მიზეზით საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან წამყვანი მოთამაშეები – გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი.

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა EURO-2022-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. სერბეთთან და ფინეთთან შეხვედრები, შესაბამისად, 19 და 21 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რამდენიმე კომპლექსური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ძირითადი აქცენტი კომბინაციებზე გააკეთა. თავდაპირველად კალათბურთელებმა ერთ კალათზე ტაქტიკური სქემები დაამუშავეს, შემდეგ ორ კალათზე კლასიკურ ვარიანტზე გადავიდნენ.

ვარჯიშში მონაწილეობდა გიორგი შერმადინიც, რომელიც ნაკრებს დანარჩენებზე გვიან შეუერთდა.

„ბოლოს და ბოლოს შევიკრიბეთ სრული შემადგენლობით და სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ ტაქტიკურ სვლებს. ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში არიან და ეს მთავარია“, – განუცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ.

სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება რამდენიმე საკვანძო მოთამაშე. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია (მოსკოვის „ცსკა“) ძალებს იკრებს ტრავმის შემდეგ, ხოლო აშშ-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ჩამოფრინდნენ.

კალათბურთი. საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
EUROBASKET-2022: ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ნაკრებმა EUROBASKET-2022-ის აქამდე გამართული ოთხივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და Е ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0