კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე: მას სურს რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოში

© courtesy of Georgian Football Federationლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მწვრთნელის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში გახანგრძლივდება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ვილი სანიოლი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერაშიც საკმაოდ წარმატებული იყო. ძალიან გვიხარია, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს სათავეში „ბაიერნის“ მწვრთნელი ჩაუდგა

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი დაამტკიცეს. 2020 წლის ნოემბრიდან უმწვრთნელოდ დარჩენილი ნაკრების ახალი მწვრთნელი გუნდს უკვე მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში უხელმძღვანელებს.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციამ ფრანგ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მომავალში შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

„თანამშრომლობას ძალიან იმედიანად ვუყურებთ. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ კონკრეტული ამოცანებით და თუ ამ ამოცანებს შევასრულებთ, თანამშრომლობა განახლდება. ვილი სულ მალე თბილისში იქნება და 21 თებერვალს საქართველოს სუპერთასის თამაშს დაესწრება. მას სურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს საქართველოში, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს აქ მოთამაშე ფეხბურთელებზე“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების გეგმებზეც ისაუბრა. ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების პროგრამა მინიმუმი პირველ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გასვლაა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 – სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

სამწვრთნელო საქმიანობისას სანიოლი ერთი სეზონი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს (U-21) ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ორი სეზონი „ბორდოში“ მუშაობდა (2014-2016). 2017 წლიდან კი ფრანგი სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოუწევს შეხვედრა. საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ჩვენი ნაკრები ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად იასპარეზებს. პირველ მატჩს ეროვნული გუნდი 25 მარტს შვედეთთან სტუმრად გამართავს, შემდეგ კი 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან შეხვედრა მოუწევს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ოთხი წლის განმავლობაში (2016-2020) სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ედგა სათავეში. ვაისმა „ევრო 2020“ პლეი-ოფის ფინალში (0:1) მარცხის შემდეგ გუნდიდან წასვლა დააანონსა. სლოვაკმა მწვრთნელმა ნაკრებს ბოლოს სომხეთთან შეხვედრაში უხელმძღვანელა და წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ პოსტი ვადაზე ადრე დატოვა. ვაისის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 48 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 16 მოიგო, 16-ჯერ ფრედ ითამაშა და ასევე 16-ჯერ დამარცხდა.

ყველა ახალი ამბავი
0