23:19 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1015)
61 0 0

ქართული საფეხბურთო კლუბები ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ესპანეთსა და თურქეთში ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანეთის ქალაქ მარბელიაში მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ ოთხი უპასუხო გოლით მოუგო.

ქართული კლუბების ნაწილი „ეროვნული ლიგის“ განახლებამდე ესპანეთში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს, მეორე ნაწილი კი წინასატურნირო სამზადისს თურქეთში გადის.

„ლოკომ“ პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო, რასაც 32-ე წუთზე თბილისელთა მაროკოელი ლეგიონერის იმრან ომარის გოლი მოჰყვა. შეხვედრაში მეორე გოლი რუსებმა გვაჩუქეს – 47-ე წუთზე ლისტოვმა საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთით საკუთარ გუნდს განაჩენი გამოუტანა. თბილისელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის სამამდე გაზრდა. 55-ე წუთზე ომარმა ულამაზესი გოლის წყალობით დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. წესით, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა მატჩის უგოლოდ დასრულება ირაკლი სიხარულიძემ არ ისურვა და 78-ე წუთზე მატჩის ბოლო, მე-4 გოლი გაიტანა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსულმა კლუბმა ბოლო ორი შეხვედრა სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. პირველ შემთხვევაში მოსკოველები „როსტოვს“ დაუპირისპირდნენ, ქართულ გუნდთან კი კლუბის სარეზერვო შემადგენლობა გამოვიდა.

ესპანურ შეკრებაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ წინა შეხვედრა რუსეთის „კრასნოდართან“ გამართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა. „ლოკოს“ მომავალი მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

თემები:
სპორტის ამბები (1015)

მთავარი თემები