ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი

© Press service of Georgian basketball federationქართველი კალათბურთელები
ქართველი კალათბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მოლოდინში მყოფი ფეხბურთის გულშემატკივარი და ქართველი კალათბურთელების წარმატება უცხოურ გუნდებში. გასული კვირა სპორტული თვალსაზრისით საინტერესო გამოდგა.

კვარაცხელიას ახალ გუნდზე მასმედიაში წელიწადზე მეტია იწერება – ტრანსფერის ალბათობა იზრდება

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო მითქმა-მოთქმა ისევ არ წყდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ყაზანის „რუბინის“ შემტევის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ცალკე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, კვარაცხელიას ტრანსფერი რომელიმე ევროპულ გრანდში უკვე გადაწყვეტილი იყო. „ჭორები“ ნაწილობრივ სიმართლე აღმოჩნდა და ხვიჩას მიმართ რამდენიმე გავლენიანი კლუბის ინტერესი ფეხბურთელის მენეჯერმა მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა. ჯუღელმა „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას იმ კლუბების ვინაობა გაამხილა, რომელთაც ქართველი ვარსკვლავის შეძენა სურთ.

© photo by FC Lokomotiv Moscowფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
„ინტერესი გამოავლინეს „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“, „მილანმა“ და „დორტმუნდმა“. ეს ნამდვილი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ”, – აღნიშნა ჯუღელმა.

ქართულ და უცხოურ მასმედიაში იწერება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიხუროს. თუმცა დიდია ალბათობა, რომ ხვიჩას შესაძლო ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გადაიდოს.

თბილისის „დინამოს“ შეკრება თურქეთში და ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის „დინამოს“ წარმატებული სტარტი. საქართველოს ჩემპიონი სეზონის განახლებამდე თურქეთში გაემგზავრა, სადაც სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა. სამშაბათს „დინამო“ სერბეთის „ნაპრედაკს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში ზორან მარუშიჩის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ქართული გუნდის სერბი ლეგიონერისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და წოწონავას გაკეთებული გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი აიღო. მარუშიჩისთვის გატანილი გოლი „დინამოს“ რიგებში სადებიუტო იყო. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო გამარჯვება იზეიმა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძემაც.

დინამოელებმა თურქეთის შეკრებაზე შემდეგი მატჩი უკრაინული „კოლოსის“ წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც ქართულ გუნდს გამარჯვება ბოლო წუთზე გაშვებული გოლით გამოგლიჯეს ხელიდან. ნემსაძის გუნდი შეხვედრის მე-18 წუთზე დაწინაურდა. ნიდერლანდელმა ლეგიონერმა ფაბიან სპორკსლეიდმა მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლმა და ანგარიში გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი უკრაინელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. ნემსაძის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 1 თებერვალს კიევის „დინამოსთან“ გამართავს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს სწორედ თბილისის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრით აიღებს სტარტს. აღსანიშნავია, რომ 25 იანვარს გამართულ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწვეტილება – მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებისა, ქართულ კლუბებს შეხვედრაში სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ.

© photo : Georgian Basketball Federation / FBთორნიკე შენგელია
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია „ცსკას“ ლიდერად გვევლინება. კარგ ფორმაში არიან სხვა ქართველი კალათბურთელებიც

მივუბრუნდეთ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველებს, თუმცა ამ შემთხვევაში არა ხვიჩა კვარაცხელიასა და საფეხბურთო სიახლეებზე, არამედ „ცსკას“ კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე გიამბობთ. გასულ კვირაში ქართველ ფორვარდს „ევროლიგაში“ ორი მატჩის ჩატარება მოუწია. პირველ შემთხვევაში რუსულმა გრანდმა ბერლინის „ალბას“ სამი ქულით, 71-68 აჯობა. აღნიშნული შეხვედრა ქართველი გულშემატკივართათვის საინტერესო იმით გამოდგა, რომ შენგელია შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მოგვევლინა. თორნიკემ „ალბასთან“ 26 წუთსა და 9 წამში 20 ქულის მოპოვება შეძლო, რაც მატჩში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. მორიგი შეხვედრა რუსულმა კლუბმა „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართა, სადაც გერმანელებმა 69-66 იმარჯვეს. ქართველ ფორვარდს არც ამ შემთხვევაში დაუზოგავს თავი და 11 ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა შენგელიას და მისი კოლეგების ძალისხმევა მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსკოვური გუნდი „ევროლიგაში“ ჩატარებული 23 ტურის შემდეგ ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ლიდერობას კი ესპანური „ბარსელონა“ კვლავ არ თმობს.

გამორჩეული იყო ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

© photo: Sputnik / Stringerგიორგი შერმადინი
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გიორგი შერმადინი

კვირას ჩატარებულ მატჩში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ბაქსი მანრესას“ 85:70 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი გიორგი შერმადინი გახდა. გიო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:57 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თავის მხრივ კარგი მატჩი ჩაატარა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილმაც. მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ შინ კრეიტონს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდა.

სანდრომ 33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

არ უნდა დაგვავიწყდეს NBA-ში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც „ინდიანა პეისერსის“ რიგებში ირიცხება.

© Facebook / Goga Bitadzeგოგა ბითაძე
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გოგა ბითაძე

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა ტრავმირებული საბონისის არყოფნაში NBA-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, რაც ამ ჩემპიონატში პირველი შემთხვევაა. ბითაძის „პეისერსმა“ „შარლოტ ჰორნეტსთან“ ანგარიშით 116:106 გაიმარჯვა, სადაც ბითაძემ 11 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში დიდი სლემისთვის სამზადისში ჩაერთო - საქართველოს პირველი ნომერი საჩოგბურთო ელიტას უბრუნდება

© Facebook / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი

მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა ქართული ჩოგბურთისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ქომაგებისთვის. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელი თებერვლის დასაწყისში მელბურნში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე Murray River Open-ზე იასპარეზებს.

ჩემპიონატი 1-7 თებერვალს ჩატარდება, სადაც ბასილაშვილი მე-6 ნომრად იქნება წარდგენილი. ATP-ს რეიტინგის მიხედვით ტურნირის ფავორიტი და პირველ ნომრად განთესილი ბელგიელი დევიდ გოფინია. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის რეიტინგში ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ტურნირზე ჩოგბურთელები წლის პირველი სლემისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადებიან, რომელიც ასევე მელბურნში 8-21 თებერვალს უნდა გაიმართოს.

ქართველი მოჭადრაკის წარმატება - გიგა ყუფარაძემ მსოფლიო დონის მოჭადრაკეებს აჯობა

წარმატებული კვირა გამოდგა ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძისთვისაც, რომელმაც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე Chess.com გამართული ტურნირი Titled Tuesday Blitz გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.

ყუფარაძემ უძლიერეს მეტოქეებთან შეხვედრებისას მოახერხა 10.0 ქულის მოგროვება და ნაკამურასა და აშშ-ის კიდევ ერთ წარმომადგენელს ჯეფრი ქსიონს 0.5 ქულით აჯობა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა: 3 წუთი + 2 წამი პირველივე სვლიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0