ტოჩინოშინის წაგებათა სერია გრძელდება - ქართველი სუმოისტის მორიგი მარცხი

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოჩინოშინს ჰოკუტოფუჯისთან მარცხის შემდეგ მიმდინარე სუპერტურნირზე სამი გამარჯვება და ცხრა მარცხი დაუგროვდა. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე კოტოეკო იქნება.

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე კიდევ ერთხელ დამარცხდა.

ქართველი სეკიტორი სუპერტურნირის მე-12 დღეს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრა და ოშიდაშით წააგო. ტოჩინოშინს დღევანდელ მარცხამდე იაპონელ სუმოისტთან ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი ჰქონდა (5-5).

ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
სუმო: ტოჩინოშინმა წლის პირველ ბაშოზე მესამედ გაიმარჯვა

წლის პირველ ბაშოზე ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ცხრა მარცხია. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ტოჩინოშინი 29 წლის იაპონელს კარიერის განმავლობაში ორჯერ შეხვდა, საიდანაც ერთ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. კოტოეკოს მიმდინარე ბაშოზე ექვსი მოგებითა და ექვსი წაგებით თანაბარი ბალანსი აქვს.

კოტოეკოსთვის ქართველ სუმოისტთან შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. იაპონელი დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორის მოგების შემთხვევაში წოდებაში დაწინაურდება.

ყველა ახალი ამბავი
0