თბილისი 18 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის პირველ ბაშოზე გამარჯვება მოიპოვა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-9 ორთაბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მე-7 მაეგაშირა მეისეის უვატედაშინაგეს ილეთით სძლია.
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე კომოსუბი ტაკაისუ იქნება, რომელსაც ამ ეტაპზე ხუთი მოგება და სამი მარცხი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი გამარჯვებაა. ქართველ სუმოისტს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან ხუთ ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს.