სუმო: წლის პირველ ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორედ გაიმარჯვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გორგაძემ 2021 წლის პირველ ბაშოზე მორიგი გამარჯვებით თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე ასანოიამა იქნება.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოს წინ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

ტოჩინოშინმა 2021 წლის პირველი სუპერტურნირის მეოთხე დღეს აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას ენდოს იორიკირით მოუგო. ლევანმა იაპონელი სუმოისტი დოჰიოდან რამდენიმე მცდელობის შემდეგ მაინც გაიყვანა.

ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას წოდებით გამოდის. ენდოსთან გამარჯვების შემდეგ ქართველის მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა 2–2.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ოძეკი ასანოიამა იქნება. ქართველ სუმოისტს ასანოიამასთან უარყოფითი ბალანსი აქვს. ექვსი ურთიერთშეხვედრიდან ლევანმა მხოლოდ ორჯერ მოახერხა ოძეკთან გამარჯვება, ოთხჯერ კი დამარცხდა.

ყველა ახალი ამბავი
0