12:24 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა კი დიდი სლემის ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადასვლა ვერ შეძლო.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე WTA-ს რეიტინგში) დიდი სლემის სერიის Australian Open ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა.

ორ სეტში ბოლქვაძემ დაამარცხა ინდოეთის წარმომადგენელი კაურ თხანდი (626) – 7:6,7:6. შეხვედრა თითქმის ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა.

მატჩი დაძაბული იყო და ორივე მხარის მიერ შეცდომების სიუხვით გამოირჩეოდა. საერთო ჯამში ჩოგბურთელებმა შვიდ-შვიდი ბრეიკი შეასრულეს. ბოლქვაძემ გამარჯვება მინიმალური უპირატესობით შეძლო (47 : 45).

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ბოლქვაძე რუს მარგარიტა გასპარიანს (125) დაუპირისპირდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელი მარტინა დი ჯუზეპე დაამარცხა.

კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (217) მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ვერ გადავიდა. პირველივე მატჩში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება ხორვატ იან ფეტს (209) დაუთმო.

მთავარი თემები