ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე მეორე შერკინება წააგო

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ოკინოუიმის შეხვდა. ეს სუმოისტების რიგით მე-16 შეხვედრა იყო.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოკიოში პირველი მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს მან დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა ტამავასი დაამარცხა.

გორგაძე ტამავასის ნოემბრის ბაშოზეც შეხვდა, მაგრამ მაშინ ჩვენმა სუმოისტმა მონღოლი სპორტსმენის ზეწოლას ვერ გაუძლო.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქე ოკინოუმის, ეს სუმოისტების მე-16 შეხვედრა იყო. ამ დროისათვის მათი პირადი ბალანსი გათანაბრდა - 8:8.

ყველა ახალი ამბავი
0