08:28 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (981)
90 0 0

ახალი რეიტინგი სუმოს იაპონიის ასოციაციამ გამოაქვეყნა იანვრის ჰაცუ ბაშოს წინ, რომელიც ტოკიოში 10–დან 24 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ბანძუკეში – მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში თავისი პოზიციები გაიუმჯობესა.

შემოდგომის ბაშოზე ქართველი სპორტსმენი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში იყო. ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით დაამთავრა – 9:6, რამას მას საშუალება მისცა, ახალ რეიტინგში დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას პოზიცია დაეკავებინა.

ახალი ბანძუკე იანვრის ჰაცუ ბაშოს წინ, რომელიც 10–24 იანვარს ტოკიოში გაიმართება, სუმოს იაპონიის ასოციაციამ გამოაქვეყნა.

გორგაძე მრავალი წლის შემდეგ პირველად ერთადერთი ქართველია მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში, რადგან თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამურას სახელით ასპარეზობდა, სპორტული კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

თემები:
სპორტის ამბები (981)

მთავარი თემები