17:23 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები კონტინენტის მასშტაბით უეფა-ს კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა გამოავლინეს.

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს მიერ შერჩეულ 50 ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაშია. ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელები ევროპის მასშტაბით უეფა-ს ვებგვერდის კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა შეარჩიეს.

„კორესპონდენტებსა და რედაქტორებს ვთხოვეთ ამომავალი ვარსკვლავები ამოერჩიათ, საინტერესოა, ამ 50 მოთამაშიდან 2021 წელს რომელი აგვალაპარაკებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც გამორჩეულად მოიხსენიეს.

„მამარდაშვილმა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მეკარეა, რეპუტაცია უკვე მოიპოვა. მან უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

გიორგი მამარდაშვილმა უეფა-ს ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე „ლოკომოტივის“ რიგებში თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. ის ასევე ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და წლის საუკეთესო მეკარის წოდებით დაჯილდოვდა.

რაც შეეხება თბილისის „ლოკომოტივს“, რკინიგზელებმა გასულ წელს ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში რუმინული „კრაიოვა“ ანგარიშით 2-1 დაამარცხა. თბილისელებმა შემდეგ ეტაპზე სენსაციურად „დინამო მოსკოვსაც“ იმავე ანგარიშით მოუგეს. საბოლოოდ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

 

მთავარი თემები