გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ ითამაშებს

© photo: Sputnikსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები დანიის წინააღმდეგ მატჩში
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები დანიის წინააღმდეგ მატჩში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპუნაშვილი სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში კვიპროსულ გუნდთან 18-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას „სარაგოსადან“ კვიპროსულ „აპოლონში“ გააგრძელებს. ინფორმაციას როგორც კვიპროსული, ასევე ესპანური მხარე ადასტურებენ.

ქართველი ნახევარმცველი კუნძულზე უახლოეს დღეებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონთან“ 18-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გიორგი პაპუნაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელმა ესპანური კლუბი განაწყენებულმა დატოვა

გიორგი ესპანურ გუნდში 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. „სარაგოსაში" პაპუნაშვილმა სულ 61 მატჩში ითამაშა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა ოთხი შედეგიანი გადაცემა. მან მიმდინარე სეზონში „სარაგოსას“ მაისურით მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პაპუნაშვილი ასევე სანტანდერის „რასინგში“ იჯარის წესით ირიცხებოდა.

გიორგი პაპუნაშვილის მომავალი გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში 33 ქულით ცხრილის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ „აპოლონის“ ერთ-ერთი კონკურენტი „ანორთოსისია“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.

ყველა ახალი ამბავი
0