12:53 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (979)
63 0 0

საქართველოს ნაკრების ფორვარდისთვის „ერმისის“ კარში გატანილი გოლი კვიპროსის წლევანდელი ჩემპიონატის გათამაშებაზე მეშვიდე გახდა

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და კვიპროსის „ანორთოსისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია დაეხმარა თავის კლუბს, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის XIV ტურში მატჩი ფრედ დაასრულა.

„ერმისის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ანორთოსისი“ 0:1 აგებდა, მაგრამ 78-ე წუთზე ქვილითაიას გოლმა ფამაგუსტას კლუბს ერთი ქულა მოუტანა. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ქვილითაიასათვის ეს გოლი კვიპროსის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების 11 მატჩში მეშვიდე გახდა. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა ასევე ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება „ანორთოსისს“, ამჟამად კლუბი ფამაგუსტადან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ „აპოლონს“ ორი ქულით ჩამორჩება.

„ანორთოსისის“ შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. გუნდს ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია წვრთნის.

თემები:
სპორტის ამბები (979)

მთავარი თემები