19:18 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (987)
58 0 0

თავისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი ქართველმა ფეხბურთელმა უცხოეთში გაატარა და საერთო ჯამში სამი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულა, ნათქვამია „დინამოს“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება 34 წლის დვალიშვილმა მიიღო საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის სეზონის ბოლოს, რომელიც 10 დეკემბერს დასრულდა. სეზონის დასკვნით მატჩში, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ თამაში „ჩიხურასთან“ ფრედ 0:0 დაასრულა, დვალიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გავიდა. გასულ სეზონზე თავდამსხმელმა შვიდი მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში ფორვარდი ორგზის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

თავისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი დვალიშვილმა უცხოეთში გაატარა. მის სპორტულ ჩამონათვალშია რიგის „სკონტო“, ისრაელის „მაკაბი“ და „ჰაპოელი“, პოლონეთის „პოლონია“, „ლეგია“ და „პოგონი“, დანიის „ოდენსე“, ყაზახეთის „ატირაუ“.

კარიერის განმავლობაში დვალიშვილმა მოიგო სამი ქვეყნის ჩემპიონატი - საქართველოს (თბილისის „დინამო“ - 2004/2005), ისრაელის („მაკაბი“, 2010/2011), და ორჯერ პოლონეთის („ლეგია“, 2013 და 2014). ასევე ფორვარდის ანგარიშზეა პოლონეთის თასის მოგება 2013 წელს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დვალიშვილს აქვს ნათამაშევი 43 მატჩი, რა დროს მან 6 გოლი გაიტანა. ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2009 წელს მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო ბოლო მისი თამაში იყო 2017 წელს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ.

დვალიშვილი ბათუმის „დინამოს“ სტრუქტურაში დარჩება და კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.

 

თემები:
სპორტის ამბები (987)

მთავარი თემები