19:03 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (989)
69 0 0

დასკვნითი ტურის წინ თბილისის „დინამოელებს“ აქტივში 37 ქულა აქვთ და ისინი ბათუმის გუნდს ორი ქულით უსწრებენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე სეზონის საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში გაირკვევა დასკვნით ტურში, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.

ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის „დინამომ“ და ბათუმის „დინამომ“ მე-16 და მე-15 ტურების გადადებული მატჩები მოიგეს.

დედაქალაქის კლუბმა მოუგო „სამტრედიას“ 1:0, ხოლო ბათუმის „დინამომ“ - ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1.

დასკვნითი ტურის წინ თბილისის „დინამოს“ აქტივში 37 ქულა აქვს და ბათუმის გუნდს ორი ქულით უსწრებს.

ამჟამინდელი ჩემპიონატის დასკვნით მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს „მერანს“, ხოლო ბათუმელები ასევე შინ „ჩიხურას“ დაუპირისპირდებიან.

თბილისის „დინამოელები“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები არიან, ხოლო ბათუმის „დინამო“ - ვიცე-ჩემპიონია.

თემები:
სპორტის ამბები (989)

მთავარი თემები