18:21 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (985)
85 0 0

UFC-ს ტურნირებზე ჩატარებული ორი ბრძოლის გარდა, დოლიძემ რვა ბრძოლა ჩაატარა ММА-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე და ყველა მოიგო

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ბრაზილიელ ჯონ არტეს UFC Fight Night-ის ტურნირის მთავარ კარდში მოუგო. ტურნირი ლას-ვეგაში მიმდინარეობს.

დოლიძეს, რომელიც ნახევრად მძიმე წონაში ასპარეზობს, მოგება მსაჯთა ცალ-ცალკე მიღებული გადაწყვეტილებით მიენიჭა (28-29, 30-27, 29-28).

ქართველი მებრძოლისთვის ეს ბრძოლა UFC-ს პრომოუშენში მეორეა. პირველ ორთაბრძოლაში დოლიძემ რუსეთის წარმომადგენელ ჰადის იბრაგიმოვს მოუგო. დოლიძის ანგარიშზეა რვა ბრძოლა ММА-ში, რვავე მისი მოგებულია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირზე მოგება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა - ილია თოფურიამ. პირველივე რაუნდში ამერიკელი დეიმონ ჯექსონი მან ნოკაუტში ჩააგდო.

დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა. ბოლო წლებში ცხოვრობს და ვარჯიშობს ოდესაში.

თემები:
სპორტის ამბები (985)

მთავარი თემები