„გაგრა“ საქართველოს თავის მფლობელი გახდა

© photo: Georgian Football Federation / FB„გაგრა“ საქართველოს თავის მფლობელია გახდა
„გაგრა“ საქართველოს თავის მფლობელია გახდა

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თასის მოგების შემდეგ „გაგრამ“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა კონფერენციების ლიგაში - ახალ ტურნირში უეფას ეგიდით, რომელიც მომდევნო სეზონში პირველად გათამაშდება

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ფინალში, რომელიც გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, გაგა კირკიტაძის შეგირდებმა „სამგურალს“ პენალტების სერიაში მოუგეს (5:3).

ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო
საქართველო ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

„გაგრა“ დავით ყიფიანის სახელობის ჯილდოს მეორედ დაეუფლა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, 120 წუთში ვერცერთმა მხარემ ვერ შექმნა ვერცერთი საგოლე მომენტი, ამიტომ ანგარიში 0:0 კანონზომიერიც იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კლუბები, რომლებიც ეროვნული პირველობის მეორე ლიგაში ასპარეზობენ.

საქართველოს თასის მოგების შემდეგ „გაგრამ“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა კონფერენციების ლიგაში - ახალ ტურნირში უეფას ეგიდით, რომელიც მომდევნო სეზონში პირველად გათამაშდება.

ყველა ახალი ამბავი
0