03:37 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (981)
62 0 0

2023 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს, ხოლო ფინალური შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გაიმართება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

აღნიშნულ ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდება. რუმინეთი და საქართველო კი ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებენ. ასევე, დებულების თანახმად, საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი ბათუმის სტადიონზე გაიმართება, ხოლო გახსნით მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები ოთხ სტადიონზე შედგება, მათ შორის ბათუმში, ფოტსა და თბილისში. დედაქალაქში აღნიშნულ მატჩებს „დინამო არენა“ და მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.

თემები:
სპორტის ამბები (981)

მთავარი თემები