საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

გამოწერა
საქართველომ, როგორც „ევრობასკეტ-2022“-ის მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტურ პირველობაზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში შვეიცარიის გუნდი ანგარიშით 91:84 დაამარცხა. თამაში ფინეთის ქალაქ ესპოოში შედგა.

ყველაზე კარგ შედეგს გამარჯვებულების შემადგენლობაში ტედ მაკფადენმა მიაღწია და 24 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, ანგარიშზე 17 ქულა, ექვსი მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემაა. 10 ქულაზე მეტი მოაგროვა ჩვენი გუნდის კიდევ ორმა მოთამაშემ - გივი ბაქრაძემ (12) და გიორგი შერმადინმა (11).

 

© photo : Georgian Basketball Federation / FBსაქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე ტედ მაკფადენი
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე ტედ მაკფადენი

ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის პირველი სამი მეოთხედი მოიგეს (27:24, 19:15, 19:15) და მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში მისცეს თავს მოდუნების უფლება, შედეგად შვეიცარიამ ოთხქულიანი უპირატესობა 26:30 მოიპოვა.

დღევანდელი წარმატება ილიას ზუროსის გუნდისთვის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე გამარჯვებაა. ადრე საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია მისსავე პარკეტზე დაამარცხა (96:88), სერბეთს 94:90 მოუგო, ორი დღის წინ კი ფინეთის ნაკრებზეც გაიმარჯვა (91:85). სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველო თავისი ჯგუფის ლიდერია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით თამაშს საქართველოს ნაკრები თებერვალში გამართავს. სავსებით მოსალოდნელია, მატჩი თბილისში ჩატარდეს. 19 თებერვალს ზუროსის გუნდი შეხვდება სერბეთს, ორი დღის შემდეგ კი - ფინეთის ნაკრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0