საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ფინეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა

© Sputnik / STRINGERსაქართელოს კალათბურთის ნაკრები
საქართელოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები, ორი მატჩის მოგების შედეგად, შესარჩევი ტურნირის Е ჯგუფის სათავეშია

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა ფინეთში, სადაც 28 და 30 ნოემბერს EuroBasket-2022-ის ორ შესარჩევ მატჩს ითამაშებს.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელიამ ЦСКА-ში საუკეთესო მატჩი ითამაშა

ილიას ზუროსის შეგირდები პირველ მატჩში შეხვდებიან ფინეთის ნაკრებს, ორი დღის შემდეგ კი - შვეიცარიის გუნდს.

ქართველი კალათბურთელებისთვის EuroBasket-2022-ის შესარჩევი თამაშები ფორმალური ხასიათისაა, რადგან როგორც ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრებმა კონტინენტურ პირველობაზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები, 96:88 -ით შვეიცარიისა და 94:90-ით სერბეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, შესარჩევი Е ჯგუფის სათავეშია.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი. 

ყველა ახალი ამბავი
0