საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსთან დამარცხდა

© Facebook / Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
А ჯგუფში დასკვნით მატჩს ქართველი მორაგბეები 29 ნოემბერს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსის ნაკრებთან ანგარიშით 0:18 დამარცხდა. მატჩი ინგლისის ქალაქ ლანელიში Parc y Scarlets-ის სტადიონზე გაიმართა.

გამარჯვებულთა ანგარიშზეა ორი წარმატებული ლელო. ორი საჯარიმო დარტყმა და ერთი გარდასახვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ქართველ მორაგბეებს ტურნირზე პირველი ქულების აღების შესანიშნავი შანსო ჰქონდათ, მაგრამ თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ააცილა.

საქართველო - ინგლისი. შემოდგომის ერთა თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისთან წააგო

„შემოდგომის ერთა თასზე“ გამართულ პირველ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, საქართველოს ნაკრები ინგლისთან ანგარიშით 0:40 დამარცხდა.

დასკვნით მატჩს А ჯგუფში ქართველი მორაგბეები გამართავენ 29 ნოემბერს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ, რომელმაც პირველი თამაში უელსთან მოიგო (32:9), ხოლო მეორე - ინგლისელებთან ანგარიშით 7:18 წააგო.

„შემოდგომის ერთა თასი“ - ახალი ტურნირია, რომელიც „ექვსი ერის თასის“ პატრონაჟით ტარდება. ამ ტურნირმა ჩაანაცვლა ტესტ-მატჩები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამოა გაუქმებული. „ექვსი ერის თასის“ მონაწილე გუნდების გარდა (ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, იტალია, საფრანგეთი), ტურნირზე მიიწვიეს ფიჯის და იაპონიის ნაკრებები. თუმცა პანდემიის გამო იაპონურმა გუნდმა მონაწილეობაზე უარი თქვა, და მის ნაცვლად საქართველოს ნაკრები მიიწვიეს.

ყველა ახალი ამბავი
0