17:29 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2585)
68 0 0

ქართველ ფეხბურთელს ესპანური გუნდის წევრებთან საქართველოში გამგზავრების შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია, მას სიმპტომები არ აქვს და ის თვითიზოლაციაში რჩება

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველსა და სარაგოსას „რეალის“ (Real Zaragoza) ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბი ავრცელებს.

პაპუმ უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის მოედანზე გავიდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაზე, ხოლო სომხეთთან და ესტონეთთან გამართულ მატჩებში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

საქართველოს ნაკრებში ყოფნის შემდეგ ფეხბურთელის PCR ტესტირება ჩაუტარდა, შედეგმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ქართველ ფეხბურთელს PCR ტესტირება მანამდე ჩაუტარდა, სანამ ის გუნდს შეუერთდებოდა და სხვა ფეხბურთელებთან ვარჯიშს განაახლებდა. შესაბამისად, პაპუნაშვილს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ სარაგოსული კლუბის ფეხბურთელებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

სარაგოსას „რეალის“ ინფორმაციით, პაპუნაშვილს არანაირი სიმპტომი არ აქვს და იზოლირებულია საკუთარ სახლში, როგორც ეს ესპანეთის მთავრობისა და არაგონას რეგიონის ჯანმრთელობის პროტოკოლითაა გათვალისწინებული.

კლუბის სამედიცინო სამსახური მოთამაშეზე დაკვირვებას გააგრძელებს. 

11 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს ნაკრების კიდევ ორ ფეხბურთელს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2585)

მთავარი თემები