21:50 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (933)
58 0 0

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, გრან-პრის სერია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ტარდება

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფიგურულ სრიალში რუსეთის გრან–პრიზე, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს, ქართველი ფიგურისტი მორის ყვითელაშვილი ლიდერობს.

მოკლე პროგრამის შემდეგ ყვითელაშვილს 99,56 ქულა აქვს და 3,3 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პიოტრ გუმენიკს (რუსეთი). მესამე ადგილზე ასევე რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ კოლიადაა 93,34 ქულით.

„დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, გამოვიდე და თავი წარმოვაჩინო... იმედი მაქვს, რომ ხვალაც ყველაფერი გამომივა“, — განაცხადა ყვითელაშვილმა გამოცემა championat.com–ისთვის მიცემულ კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ათეულში მორის ყვითელაშვილის გარდა სხვა ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი შედის — ეს ვლადიმირ ლიტვინცევია აზერბაიჯანიდან. 

მამაკაცი მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას რუსეთის გრან–პრიზე 21 ნოემბერს წარმოადგენენ.

 

 

თემები:
სპორტის ამბები (933)

მთავარი თემები