ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სუმოისტს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ წარმატებისთვის დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე  ნოემბრის ბაშოზე მორიგი გამარჯვება იზეიმა. 

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოზე წარმატებით ასპარეზობს

ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მესამე მაეგაშირა, იაპონელი ოკინოუმი დაამარცხა. შეხვედრა იაპონელი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ბოლოს მაინც გორგაძემ იმარჯვა – მან მეტოქეზე გამარჯვება იორიკირის ილეთის წყალობით მოიპოვა.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის მოგება–წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ქართველი სპორტსმენის ანგარიშზეა შვიდი მოგება და ექვსი მარცხი. მას დადებითი ბალანსისთვის 15 შეხვედრიდან რვა გამარჯვება სჭირდება.

21 ნოემბერს ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იქნება.

მიმდინარე ბაშოს ლიდერია ოძეკი ტაკაკეისე. ტოკიოს ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0