12:51 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (928)
50 0 0

მატჩი ქართველების სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ვერც ერთი გოლის გატანა მათ ვერ მოახერხეს

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თბილისში უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი ესტონეთთან ფრედ 0:0 დაასრულა.

ტურნირის წლევანდელი გათამაშების შედეგებით, ქართულმა გუნდმა შვიდი ქულა დააგროვა და С დივიზიონის მეორე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ესტონეთის ნაკრებს კვარტეტში ბოლო პოზიცია უჭირავს და ბალტიელები უეფას ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას D დივიზიონში ჩაატარებენ.

რაც შეეხება მატჩს, ის მასპინძლების უდავო უპირატესობით წარიმართა - ბურთის ფლობის პროცენტი იყო 68 (32-ის წინააღმდეგ). თუმცა ქართველებმა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს და 90 წუთის განმავლობაში მეტოქეთა კარში გაგზავნეს მხოლოდ ორი დარტყმა, რომელიც სტუმრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის გამარჯვებული გახდა სომხეთის ნაკრები, რომელმაც ნეიტრალურ მოედანზე ნიკოსიაში დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, ტურნირის შედეგების მიხედვით დააგროვა 11 ქულა და დაწინაურება შეძლო. უეფას ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას სომხეთის გუნდი В დივიზიონში ჩაატარებს.

თემები:
სპორტის ამბები (928)

მთავარი თემები