ბათუმის ახალი სტადიონი პირველ მატჩს უმასპინძლებს

© courtesy of Georgian Football Federationბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება. განაცხადა ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.

ბერიძის განცხადებით, მისი კლუბი ახალ სტადიონზე პირველ მატჩს გორის „დილასთან“ გამართავს.

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

„სტადიონზე პირველი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს გორის „დილას“ შორის გაიმართება. ეს მე-16 ტურის შეხვედრაა, ამ დღეს დიდხანს ველოდით. გვსურდა სტადიონი 20 ათასი ადამიანით გადაჭედილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებამ უმაყურებლო სტადიონი მოიტანა. იმედია, პანდემია მალე გადაივლის და ახალი არენა გადაივსება“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სტადიონის მშენებლობაზე სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯა. ბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის ახალი მოედანი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეული არენაა.

ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მოედნის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო მისი გახსნა ორჯერ გადაიდო. სტადიონი ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0