10:10 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (940)
63 0 0

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ინგლისის წინააღმდეგ მესამე იყო და „ბორჯღალოსნებს“ არცერთხელ „მშრალად“ არ წაუგიათ

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ პირველ მატჩში ინგლისთან ანგარიშით 0:40 დამარცხდა.

გამარჯვებულთა ანგარიშზე ექვსი წარმატებული ლელო და ხუთი გარდასახვაა.

ქართველმა მორაგბეებმა ღირსეული წინააღმდეგობა მეტოქეებს მხოლოდ პირველ 20 წუთში გაუწიეს. ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა ქართველების ჩათვლის ზონაში მხოლოდ ერთი ლელო დადეს. ლელოს ავტორი ნაკრების დებიუტანტი ჯეკ უილისია, ხოლო ეს გარდასახვა, როგორც სხვა დანარჩენიც, ინგლისელების კაპიტანმა ოუენ ფარელმა შეასრულა.

პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. მასპინძლებმა სამი წარმატებული ლელო და ორი გარდასახავა განახორციელეს. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 26:0 გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარში ინგლისელების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა შვიდი შეცვლა განახორციელა და ისინი „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის ზონაში მხოლოდ ორი ლელოთი და ორი გარდასახვით შემოიფარგლნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ჯეიმი ჯორჯი, რომელიც სამი შედეგიანი ლელო დაამიწა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ინგლისელების წინააღმდეგ იყო მესამე, თუმცა ასეთი „მშრალი“ ანგარიშით „ბორჯღალოსნებს“ შეხვედრა ჯერ არ დაუსრულებიათ. მსოფლიო ჩემპიონატზე 2003 წელს ქართველები დამარცხდნენ 6:84, ხოლო მსოფლიო თასზე 2011 წელს ანგარიშით 10:41 წააგეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს „შემოდგომის ერთა თასზე“ გამართავს 21 ნოემბერს უელსის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ირლანდიასთან ანგარიშით 9:32 დამარცხდა.

„შემოდგომის ერთა თასი“ - ახალი ტურნირია, რომელიც „ექვსი ერის თასის“ პატრონაჟით ტარდება. ამ ტურნირმა ჩაანაცვლა ტესტ-მატჩები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამოა გაუქმებული. „ექვსი ერის თასის“ მონაწილე გუნდების გარდა (ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, იტალია, საფრანგეთი), ტურნირზე მიიწვიეს ფიჯის და იაპონიის ნაკრებები. თუმცა პანდემიის გამო იაპონურმა გუნდმა მონაწილეობაზე უარი თქვა, და მის ნაცვლად საქართველოს ნაკრები მიიწვიეს.

თემები:
სპორტის ამბები (940)

მთავარი თემები